თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

თურქეთში მყოფი ქართველი ემიგრანტის ემოციური ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მეტრობუსში მოკრძალებულ დაბალ ხმაზე ჩავჩურჩულე ტელეფონს და ჯიბეში ჩავიცურე.

loading...

შავებში, თურქულად შეფუთული ქალი ერთი ადგილიდან წამოხტა და რომ მეგონა ჩასასვლელად ემზადებოდა, წინ დამიჯდა. გადმოიხარა, მუხლზე ხელი დამადო, ცისფერი თვალებით ჩამაშტერდა და ქართველი ხარო?- მკითხა ალერსიანი ღიმილით.

ვაი… ჟრუანტელმა დამიარა. ამ თვალებიდან საუკუნეებმა შემომხედეს . თვალის უპეებიც უმალ ამევსო და… ჯაფარიძის ქალი ვარო, ტაო — კლარჯეთიდან. გავაბით მუსაიფი. უპეები კი მევსებოდა და მებერებოდა. მერე სტამბულში გადმოვედითო.

— რა ენაზე ლაპარაკობთ? იკითხა გვერდით მჯდომმა მოყურადებულმა. არაბები ხართ ? არა, გურჯები, უპასუხა ჩემმა ცისფერთვალებამ. ახლა იმათ გააბეს თურქულად მუსაიფი. ააა….დაიკმაყოფილა ცნობის წადილი კითხვის დამსმელმა.

ის იყო რაღაც უნდა ეთქვა, ტელეფონმა დაურეკა კი არა და რაღაც მუსიკამ ზარის ნაცვლად რომ ეყენა, სისხლი გამიყინა. მთლად გამაშეშა, დამაჟრუანტელა. დროზე რომ არ ეპასუხა საცეკვაოდ წამოვხტებოდი, ისე ამიშალა სული. კავკასიური და მთლად ჩვენი. ისეთი, ფაფახი რომ უნდა შემოიგლიჯო , ხანჯალზე წაივლო ხელი.

ახლა კი ვეღარაფერი შეაკავებდა ჩემი თვალის უპეებს. ადუღებულ ნიაღვარად წამოვიდა ცრემლი. ჩეჩენი ვარო წინაპრებით, ან კი თქმა რაღად უნდოდა. სურათს გადაგიღებთ მეთქი, გაიღიმეს და გამეპრანჭნენ.

არც ერთი იყო თურქი, არც მეორე. ორივე ბედკრული კავკასიის შვილები იყვნენ. ჟამთასვლამ ვერ წაშალა ეროვნულისადმი ლტოლვა. ერთი მშობლიური ენის გაგონებაზე ათრთოლდა, მეორეს კავკასიური მუსიკა დაედო ტელეფონზე“.

სტამბული, მარინა გელაშვილი

წყარო: „ჟოლო“

 

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ