„სოხუმი ჰოლანდიაში“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი „კვირის პალიტრა“, რომელიც ჰააგაში 2009 წელს გახსნილ ქართულ რესტორანზე წერს. სასტუმროს დამფუძნებელი ემიგრანტი ქალბატონი იზოლდა კვიციანია, რომელიც წარმოშობით სწორედ აფხაზეთიდანაა.

როგორც კვიციანი ყვება, „სოხუმი“ ჰოლანდიაში პირველი ქართული რესტორანი იყო.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ადევნეთ თვალყური აქტუალურ ახალ ამბებს

„თავდაპირველად ძალიან გაგვიჭირდა – არავინ იცნობდა ჩვენს სამზარეულოს. გარდა ამისა, არ მყავდა პერსონალი და 15-18 საათი ვმუშაობდი. ბოლო წლებში გაგვიცნო ხალხმა და ბევრიც მოდის. დღეს პერსონალიც მყავს, მაგრამ კერძებს მაინც თვითონ ვამზადებ“, – ამბობს „სოხუმის“ დამფუძნებელი.  მისივე ინფორმაციით, რესტორანში ყველა კერძი ქართულია, ამასთან კვების ობიექტში სულ ქართული ჰანგები ისმის. რესტორნის გარეთ კი საქართველოს დროშა ფრიალებს.

„სოხუმის“ დამფუძნებელის თქმით, ჰააგაში ქართული რესტორნის სტუმრების 60% ადგილობრივები, ანუ ჰოლანდიელები არიან. თუმცა, აქ ხშირად მოდიან სტუმრები მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდანაც. მაგალითად, წელს „სოხუმს“ უამრავი სტუმარი ეწვია გერმანიიდან და პოლონეთიდან.

 

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ