თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

გერმანიაში მცხოვრებმა მწერალმა ნატა ლეონემ მიხეილ სააკაშვილს წერილით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

გამარჯობათ ბატონო პრეზიდენტო,

loading...

ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი მოგმართავთ თქვენ, მაგრამ ვიმედოვნებ რომ ჩემი წერილი ცხოვრების სულ ბოლო უჯრაში არ მოხვდება სადაც უბრალოდ დროისგან იმტვერებიან სიტყვები.

მე ნატა ლეონე მქვია, უფრო სწორად რომ გითხრათ ჩემი სახელი და გვარი ნატა ლეონე გუბელაძეა.

ძალიან მტკივა დღევანდელი ცხოვრების სტილი საქართველოში.

მახსოვს ბატონმა ივანიშვილმა როცა არჩევნებში მოიგო და თქვენ რიგგარეშე დარჩით, ძალიან ბევრი ვიტირე.

ზუსტად ვიცოდი რომ ეს ადამიანი რუსეთზე გაჰყიდდა ჩვენს ქვეყანას და ასეც მოხდა.

ძალიან მძიმე დღე იყო ეს ჩემთვის, მაგრამ ახლა როცა საქართველოში ჩავდივარ და ადამიანების სევდიან, თითქმის ცრემლიან თვალებს წავაწყდები, მეტირება და ვფიქრობ, ვინ ვარ მე, ანდა ვინ ვართ ჩვენ, როცა ჩვენს ქვეყანას მშიერ-მწყურვალი ბავშვები ქუჩაში რჩება და მათი იმედი ისეთივე ობით სავსეა, როგორც ჩვენს ბავშობაში სულ ბოლო თაროზე შემორჩენილი ძველი პურის ყუა.

ახლაც მეტირება როცა გწერთ და ვფიქრობ რომ თქვენ უბრალოდ მოგიშორეს ჩვენი ქვეყნიდან, იმიტომ რომ სამართლიანი პოლიტიკა არ აწყობდათ ეგზომ ბინძურ ფოიეში, სადაც ახლა უკეთ შეითითხნება უსამართლობა და და ბოლოს მას ეგრეთწოდებული მოსყიდული მოსამართლე სიცრუის მანტიას შემოახვევს ხალხს და იტყვის თქვენ დასჯილი ხართ და უსამართლოდ ციხეში გაგვიშვებს….

ისინი ყოველ დღე ახლიდან ასამართლებენ ჩვენს ქვეყანას, სულში აფურთხებენ ერს და მერე ისე მიდიან ღამის მანტიაში გახვეულები საწოლში თითქოს’და თვალები არ დასთხარეს უდანაშაულო ახალგაზრდებს.

ბატონო პრეზიდენტო, მე დღევანდელი რაკურსიდან მხოლოდ თქვენი იმედი მაქვს და მერწმუნეთ სადღაც გულის რომელიღაც კუნჭულში იმედს ვიტოვებ რომ ეს ნისლიანი დღეები მზით შეიცვლება და თქვენ დაბრუნდებით.

საქართველო რუსეთის პატიმარია მხოლოდ უხილავი ბორკილებით და სამწუხარო იქნება ამ მედროვეებთა ხელში გაწყდეს და მოისპოს ჩვენი ერი.

განა’და რაა გენოციდი თუ არა ის რომ გერებივით გაყრილები ვცხოვრობთ სხვადასხვა ქვეყნებში და ყოველ დაბინდებისას ველით მზიან დღეს, სადაც აღარავინ წავალთ ძალიან შორს უკან დავბრუნდებით.

მე დარწმუნებული ვარ თუ ეს წერილი სხვა ადამიანებმა ნახეს და წაიკითხეს ბევრი მკითხველი შემიძულებს მაგრამ ვისაც ოდნავ მაინც შერჩენია თვალის ჩინი და შავს თეთრისგან არჩევს, ის გამიგებს და არ გამკიცხავს, თუმცაღა მარიტასავით უკუღმა ვირზეც რომ შემსვან და ქვები მესროლონ მე მაინც ვიტყვი რომ ამად ღირდა.

დაბრუნდით საქართველოში, მერწმუნეთ იქ მარტო მე კი არა ბევრი ჩემნაირი გელოდებათ.

განა’და ვინ ვიქნებოდით ჩვენ რომ არა ისევ ერთმანეთი… და სწორედ რომ ერთმანეთის სიყვარული და თანადგომა უნდა იყოს ის პატარა ნაპერწკალი რაც კოცონად დაინთება და ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს.

/პატივისცემით ნატა ლეონე/

წყარო primetime

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ