თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

 

ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი ანა შიმშილაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„არ მინდოდა დაწერა, ბევრს არ მოეწონება, მაგრამ… მეგობრის მიერ გაზიარებულმა ვიდეორგოლმა გამაღიზიანა…

ემიგრანტებს მივმართავ:

1909 წლის 11 აპრილი.

დაახლოებით 100 ადამიანი ინაწილებენ 12 აკრ მიწის ფართობს უდაბნოში.

შემდგომში ეს ადგილი იქნება თელ-ავივი.

თელ-ავივი დღეს და 100 წლის წინ.

მე მგონი, ყოველი სიტყვა ზედმეტია.

გასაგებია, რატომ ჰყავს ამდენი მტერი…

ეს ჩემი ქალაქია…

რისი თქმა მინდა, რაც უკვე არაერთხელ ვთქვი, შარშანაც, შარშანწინაც:.

ორი მილიონი ემიგრანტია ქვეყნის გარეთ, ეს უდიდესი ძალაა! უდიდესი!

აგროვებენ ფულს, ვალებს ფარავენ და შემდეგ სახლებს ყიდულობენ, ძირითადად თბილისში, ერთს, მეორეს, ზოგი მესამესაც…

ფულს კედლებში ყრიან…

ცუდ შემთხვევაში კი, შვილები ფანტავენ…

სახლები კარგია, მაგრამ…

ქვეყანა თუ ცარიელია, ეგ სახლები ვისთვის?

სავარაუდოდ, თქვენს შვილებსაც ქვეყნის გარეთ აქვთ თვალი!

ცარიელ ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონნენო!

ჰოდა…

ჰოდა, თქვე დალოცვილებო, მეორე თუ არა და მესამე სახლის ფული, მე მათზე ვსაუბრობ, ვინც უკვე დადგა ფეხზე, ჰოდა, თანხის ნაწილით იქნებ მიწები გეყიდათ? და ხალხიც დაგესაქმებინათ? ის შვილებიც, რომლებიც დაუსაქმებლები არიან და ხელებში გიყურებენ…

ან გაერთიანებულიყავით ჯგუფურად რამდენიმე ემიგრანტი და პატარა საწარმო აგეწყოთ…

ქართული პროდუქცია შეგექმნათ!

მით უმეტეს, რომ დიდი ინტელექტუალური რესურსია ქვეყნის გარეთ და მათ კიდევ ბევრი ახალი ნახეს და ისწავლეს, რისი „დაკოპირებაც“ შესაძლებელია საქართველოში…

ბევრჯერ დავწერე ეს და კიდევ ვამბობ, თუ ასე არ იზამთ, თქვენ – ევროპას და საქართველოს კი აზია-აფრიკის მიგრანტები შეაფარებენ თავს, ის ნაყიდი სახლებიც მათი გახდება და უპატრონოდ დატოვებული მიწებიც… მშივრები არიან!

ვიცი, არ მოგეწონებათ, და ნურც მომახტებით ახლა…

და ისევ… ფოტოზე 1909 წელია… და 2019…

უდაბნო იყო – წალკოტია…

საქართველო კი წალკოტი იყო და წალკოტია, შევინარჩუნოთ ეს წალკოტი.

ეს საქართველო ჩემიცაა… ესეც შეიძლება არ მოგეწონოთ, მაგრამ დიახ, ჩემიცაა და ნამდვილად ვცდილობ საქართველოსთვის…

ნუ მიწყენთ“, – წერს შიმშილაშვილი

 

 

 

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ