35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე, რომლის ცხედარი რუსთავში მტკვარმა გამორიყა, 5 პირია დაკავებული, რომელთა შორის 2 მოქმედი და 1 ყოფილი პოლიციელია. განზრახ მკვლელობას 37 წლის მამაკაცს ედავებიან, რომელმაც, სავარაუდოდ, მუმლაძეს ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანება მიაყენა და კვალის დამალვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი მდინარეში გადააგდო. დაკავებულია გარდაცვლილის მეგობარი გიორგი გეთაშვილიც, რომელიც 2 დღის განმავლობაში მოწმის სტატუსით იკითხებოდა, საბოლოოდ კი ცრუ ჩვენების მიცემისთვის დააკავეს.

“კურიერის” ინფორმაციით, დავით მუმლაძის ლიკვიდაცია ესპანეთში დაიგეგმა. როგორც “კურიერს” წყარომ აცნობა, დაკავებული პოლიციელები ზაფხულში ესპანეთში იმყოფებოდნენ, სადაც კრიმინალურ ავტორიტეტებს შეხვდნენ და დავით მუმლაძის ლიკვიდაციის დაკვეთა მიიღეს.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ადევნეთ თვალყური აქტუალურ ახალ ამბებს

წყარო მომხდარის სავარაუდო მოტივს ასახელებს – ეს “ქურდული ობშიაკია”, რომელიც დავით მუმლაძემ მიითვისა. “კურიერის” ინფორმაციით, მუმლაძე მისი შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ინფორმირებული იყო და იარაღით დადიოდა.

“კურიერისვე” ინფორმაციით, პოლიციელებმა საქმეში 12.000 ლარი აიღეს.

გარდაცვლილის მეგობარ გიორგი გეთაშვილის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებულ პოლიციელებს ინფორმაციას ვერ მიაწვდიდა, იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ.

“დაახლოებით 27 საათი თურმე მოხალისე ყოფილა და პოლიციის შენობაში გაუთენებია ისე, რომ თავისი ნება-სურვილით, რაც აბსურდია და არ შეესაბამება რეალობას. ჩვენზე მოხდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და ამის საფუძველზე მიიღეს ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენ პოლიციელებს გადავეცით გარდაცვლილი, ეს ინფორმაცია მიიღეს მოტყუებით და ა.შ და ა.შ ეს იდეაშივე არ არის მყარი და ჯანსაღი ინფორმაცია და ფიზიკურად წარმოუდგენელია, რომ ეს ინფორმაცია ჩვენ მიგვეწოდებინა, იმიტომ, რომ ამ პოლიციელებს არ ვიცნობთ,”- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

გიორგი გეთაშვილის მამა ჯონი ოქრუაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ საქმეში მისი შვილი გამოიყენეს და უდანაშაულოა.

“ჩაწყობილია კარტი, გამოიყენეს ეს უდანაშაულო ბავშვი. ძალიან ალალია, სიდებილეშია გადასული სიალალე, და გამოიყენეს. კრიმინალი იყო ეს თუ ფორმიანი, ჩემი შვილი გამოიყენეს და ვადასტურებ, რომ არის უდანაშაულო. თუ დანაშაული მიუძღვის, რა თქმა უნდა, ციხეში. გარდაცვლილი და ჩემი შვილი მეგობრები იყვნენ, ვიცი და ვადასტურებ და იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი შვილი იმას არ მოკლავდა, ეს იყო ზეწოლა,”- განაცხადა ჯონი ოქრუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დავით მუმლაძის ცხედარი მტკვარმა 5 ოქტომბერს რუსთავში გამორიყა. ოჯახი მას ოთხი დღის განმავლობაში ეძებდა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ