აზერბაიჯანმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე ახალი სასაზღვრო პოსტი გახსნა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება. პოსტის „კეშიკჩი გალას“ გახსნას აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი ელჩინ გულიევი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სასაზღვრო კომპლექსის გახსნის ცერემონიაზე აღინიშნა, რომ „პოსტის „კეშიკჩიდაგის“(დავით გარეჯი) ტერიტორიაზე გახსნა საზღვრის დაცვასთან ერთად, აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვასაც ისახავს მიზნად“.

 

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ