თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

მკვლელი ვირუსი უკვე საფრანგეთშია, ორი შემთხვევა პარიზში, ერთი კი ბორდოში დაფიქსირდა. საფრანგეთი ეპიდემიის ეპიცენტრიდან, საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს.

loading...

ჩინეთის ქალაქი უხანი – კორონავირუსის გავრცელების მთავარი კერაა, იქ საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება.

დაინფიცირების რიგით მეორე შემთხვევა დააფიქსირეს აშშ-შიც. პირველი დაინფიცირებული დარეგისტრირდა ცოტა ხნის წინ, ავსტრალიაშიც. სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტებში ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს თერმული კამერებით ამოწმებენ. თურქეთის აეროპორტში უკვე დაფიქსრიდა 1 შემთხვევა და უკან გააბრუნეს ჩინელი მგზავრი, რომელსაც ვირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა. საქართველოში კი ამ მიმართულებით განსაკუთრებული ზომები არ ამოქმედებულა. ამ დროისთვის საქართველო კორონავირუსის გავრცელების ე.წ. მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაში რჩება.

ქალაქ უხანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ნინო დავლიანიძე ამბობს, რომ ქალაქში გაჩერებულია ყველანაირი დაწესებულება და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მარკეტებში პროდუქტების სერიოზული დეფიციტია.

ჩინეთში საქართველოს ელჩის არჩილ კალანდიას თქმით, არ ფიქსირდება, რომ საქარათველოს მოქალაქეებს რაიმე პრობლემა ქონდეთ:

“ჩვენი ცხელი ხაზი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და მუდმივი კონტაქტი გვაქვს ჩვენს მოქალაქეებთან. ზოგადად ჩინეთში პანიკა არაა. ქალაქ უხანის გარშემო, პროვინციაში, რამდენიმე ქალაქში რთულია მოძრაობა, იმიტომ რომ უპირველეს ყოვლისა იქ ხდება ყველანაირი სახის პრევენციული ზომების გატარება,” – განაცხადა კალანდიამ.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ