“ჩეჩნეთის ლიდერი, ლაპარაკობდა რა გროზნოდან თბილისამდე 200 კმ-ზე, არ მიანიშნებდა აგრესიაზე და საქართველოში მითური დესანტის გაგზავნაზე” – განუცხადა რადიოსადგურ “Говорит Москва”-ს ჩეჩნეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის და საგარეო კავშირების მინისტრმა ჯამბულატ უმაროვმა.

“ჩეჩნეთის ლიდერს არაფერი საშინელი არ ჰქონია მხედველობაში, გარდა იმისა, რომ გროზნოდან თბილისამდე 200 კილომეტრია. არც რამზან კადიროვი, არც ძალოვნები – არავინ ბრძანების გარეშე, არსად, არავის დასახმარებლად არ წავა”, – ამბობს უმაროვი.

შეგახსენებთ, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა, თავის ტელეგრამაში თბილისში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ გროზნოდან თბილისამდე მანძილი ძალიან ახლოა.

ცნობისთვის, 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარება იყო, სადაც პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატის, საქართველოს პარლამენტიდან რუსულ ენაზე მიმართვას, საპროტესტო აქცია მოყვა. რის შემდეგ რუსეთის დელეგაციას მოსკოვში მოუწია დაბრუნება. საპასუხოდ კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები აამოქმედა და რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აუკრძალა.

მიუხედავად იმისა, რომ გავრილოვმა დატოვა საქართველო აქციის მონაწილეები არ დაშლილან. გვიან ღამით შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების დასაშლელად აირი, წყლის ჭავლი და ლეტალური ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლის დროს დააკავეს 305 პირი.

მომხდარის გამო მღელვარება იმდენად მძლავრი იყო, რომ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ასევე, დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოუწია ასამბლეის ორგანიზატორს, ზაქარია ქუცნაშვილის.

მიუხედავად ამისა, საპროტესტო აქცია საქართველოს დედაქალაქში უკვე მეორე დღეა („ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით) მიმდინარეობს. სადაც სამი მოთხოვნაა: 1. გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, 2. გამოუშვან დაკავებული პირები, 3. ჩატარდეს პროპორციული არჩევნები.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ