თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

62 წლის ბერძენი მამაკაცი, რომელმაც საკუთარი მოგზაურობა კლიმატის ცვლილების გამო დაიწყო, ათენიდან თბილისში ხის ველოსიპედით ჩავიდა და ამბობს, რომ გიჟდება საქართველოზე, განსაკუთრებით თოვლიან მხარეზე.

მისი უმთავრესი დევიზია აჩვენოს ხალხს, რომ შეუძლიათ გადაადგილდნენ ამგვარი საშუალებებით, რომ არ უნდა მოწიონ, არ მიირთვან ხორცი და ა.შ.

loading...

პოლ ევმორფიდისმა მოგზაურობა ათენიდან 8 იანვარს დაიწყო და უკვე თბილისამდე ჩავიდა. როგორც ის ამბობს, ქართველები ძალიან კარგი და მშრომელი ხალხია და უნდა, რომ მათთან ერთად წამოიწყოს რაიმე, რაც ბუნების დაცვას მოემსახურება. ამასთანავე, გააოცა ქართულმა სამზარეულომ.

მოგზაურის საბოლოო დანიშნულების ადგილი ნეპალია, სადაც ევერესტზე ასვლას გეგმავს და ამ ყველაფერს ხის ველოსიპედით შეეცდება, თუმცა, მწვერვალზე ასვლისას მისი ზურგზე მოკიდება აქვს გადაწყვეტილი.

როგორც ამბობს, ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობს ფიზიკურად მიწაზე, სხვებთან საუბრის მოყვარულია და სწორედ ეს დაინახა ქართველებში. საუბარი, რომელშიც უდიდესი სტუმართ-მასპინძლობა დევს.

“ისინი არ არიან ქალაქის ადამიანები, ისინი არიან ბუნების ხალხი… მიყვარს საქართველო, ძალიან მიყვარს და არასოდეს დავივიწყებ…” – აღნიშნავს ევმორფიდისი.

მოგზაური თბილისიდან სასომხეთში მიეშურება.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ