ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბარსელონაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავესბარსელონაში პოლიციამ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. როგორც ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდობით იუწყება, დაპატიმრებულები ბინების გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილები. მათი ასაკი 33-დან 48 წლამდე მერყეობს.

კატალონიის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულები საცხოვრებელ სახლებს წინასწარ არჩევდნენ და მეპატრონეების დასასვენებლად გამგზავრების შემდეგ ძარცვავდნენ.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ადევნეთ თვალყური აქტუალურ ახალ ამბებს

პოლიციამ დაზარალებულების დახმარებით დაადგინა ის სახლები, რომლებიც სავარაუდოდ ეჭვმიტანილებმა გაძარცვეს. ამოღებულია 100-ზე მეტი მოპარული ნივთი. მათ შორის ძვირფასეულობა, საათები და ელექტრონული ხელსაწყოები.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ