თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

„პრაიმტაიმს“ იტალიიდან ემიგრანტი, თეონა ბოტკოველი დაუკავშირდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, სადეპორტო დაწესებულებაში გარდაცვლილ ქართველზე დამატებითი დეტალები მიაწოდა.

როგორც ის ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ცემის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

loading...

ჩვენი საელჩო და საკონსულო ღრმა ძილშია, ემიგრანტები არავის არასდროს არ ახსოვს. მეათე წელია აქ ვარ და არ გამიგია, რომ ერთხელ მაინც დაეცვათ ან დახმარებოდნენ ვინმეს. იმიტომ კვდება ამდენი ემიგრანტი, რომ არავინ და არაფერი არ ვართ არასდროს.

სამი თვე რომ შენი მოქალაქე სადეპორტოშია და იხვეწება სამშობლოში გამიშვით, ჩემი ხარჯებითო, ყურადღება არავინ მიაქცია. ტელეფონიც წაართვეს, გააპროტესტა, ცემეს და მერე ისევ დაუბრუნეს. საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნეს, რომელიც ბოლო პროცესზე აიცილა. სხვა უფლებადამცველი მოითხოვა. ამ ყველაფერს აპროტესტებდა. რაღაც ნემსი გააკეთეს და ერთი დღით გათიშეს. მერე საავადმყოფოში გადაიყვანეს და იქ გარდაიცვალა. ალბანელი მოწმე ჩვენებაში წერდა, როგორ ურტყამდნენ მუცელში და როგორ გაათრიეს საყელოთი, ისე როგორც ძაღლი,“ – აცხადებს ჩვენთან საუბრისას თეონა ბოტკოველი.

გამოცემა RaiNews-ის ცნობით, 14 იანვარს გრადისკა დ’იზონცოს მიგრანტთა ბანაკში სხვადასხვა ეროვნების მიგრანტებმა იჩხუბეს. სამართალდამცველებმა ჩხუბი ძალის გამოყენებით შეაჩერეს და კონფლიქტში მონაწილეები დააკავეს. ციხეში ქართველი ბიჭი შეუძლოდ გახდა და ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 19 იანვრის ღამით მას გულის შეტევა დაემართა, ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

გინება და სროლის ხმა – შემზარავი კადრები იტალიის სადეპორტო დაწესებულებიდან

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ