EMIGRANTEBI.ORG-ი georgians,gr-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინციდენტი ათენში, ხოლარგოს ტერიტორიაზე მოხდა, სადაც 50 წლის დამლაგებელმა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და კორპუსის მესამე სართულიდან გადმოხტა.

როგორც მედია საშუალება იუწყება, იგი ბულგარელია, რომელიც საბერძნეთში ემიგრაციაში იმყოფებოდა და წლების მანძილზე დამხმარედ მუშაობდა.

მიზეზი, თუ რის გამო ჩაიდინა თვითმკვლელობა, წერილში აქვს მითითებული, თუმცა წერილის შინაარსი შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე მისვლისას ის უკვე გარდაცვლილი იყო. საქმეს ხოლარგოს-პაპაღუს განყოფილება იძიებს.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ