თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრიდან ემიგრანტები შობას გვილოცავენ:

” „ალილო” საბერძნეთიდან!  მრავალი ქრისტეშობა და წარმატებული ახალი წელი მოგველოცოს!

loading...

ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიასთან” არსებული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი:
მაია არველაძე, ელისო დიაჩენკო, ლიკა მაჩიტიძე, ანა იმედაძე, მამუკა გოგოჭური, დავით წიქორიძე, მამუკა ინაძე (სამხ. ხელმძღვანელი) & გიგა ასათიანი.

ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“ 2006 წელს დაარსდა.

ორგანიზაციის მიზნებია: კულტურული, საგანმანათლებლო, საკონსულტაციო, შემოქმედებითი. ორგანიზაციასთან დაარსებულია ათენის ქართული საკვირაო სკოლა, სადაც ისწავლება ქართული ენა, ისტორია და კულტურა, წერა-კითხვა, ლიტერატურული მეტყველება და ზოგადი უნარ-ჩვევები. ფუნქციონირებენ ასევე კომპიუტერული და თანამედროვე ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსები, უცხო ენების შემსწავლელი წრეები (თანამედროვე და ძველი ბერძნული, ინგლისური, გერმანული, უკრაინული, რუსული, არაბული და სხვა), ათენის წმ. ნინოს სახ. ქართული პოლიფონიური მუსიკის გუნდი და მისი სასწავლო სტუდია: ფოლკლორი, საეკლესიო, კლასიკური, საესტრადო და ქალაქური მუსიკა, ხალხური საკრავები, გიტარა.

https://youtube.com/watch?v=7g4NcUvyMi4%3Ffeature%3Doembed

წყარო: kartuli.kvira.ge

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ