დემოგრაფების განცხადებით, კორონავირუსის გამო მიგრაციული ქცევა შეიცვალა და გაცილებით მეტი ადამიანი დაბრუნდება 2021 წელს სამშობლოში, ვიდრე შეიძლება საქართველოდან წავიდეს. ყოველ შემთხვევაში, როგორც დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე აღნიშნავს, საშუალო ასაკს გადაცილებული მოქალაქეების უმეტესობა დაბრუნდება, ხოლო ქვეყნიდან წამსვლელთა უმეტესობა ახალგაზრდები იქნებიან, რომლებიც უმეტესად, სწავლის მიზნით გაემგზავრებიან, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში.

დემოგრაფი ამბობს, რომ არალეგალ ემიგრანტებს, გარდა იმისა, რომ დასაქმების ნაკლები შანსი ექნებათ, მათი სოციალური დაცვაც საზღვარგარეთ შეუძლებელი გახდება და მაღალი რისკის გამო ბევრი სამშობლოში დაბრუნებას გადაწყვეტს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ მითითებულ ფოტოს

loading...

,,ტენდენცია ისეთია, რომ სავარაუდოდ, 2021 წელს ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება მ სოფლიოს უამრავ ქვეყანაში. ცხადია, რომ დასაქმება ევროპაში არ იქნება ისეთი მარტივი, როგორიც აქამდე იყო. ფაქტობრივად, არავინ არ არის დაზღვეული, რომ აქედან წავა და დასაქმდება ევროპაში, პირიქით კი სავსებით შსაძლებელია. უნდა ითქვას, რომ ეპიდემიამ მიგრაციული ქცევა შეცვალა. სხვა ქვეყნებიდან ჩვენთან არ შემოდიან, ეს აშკარად ჩანს. ერთის მხრივ, სამსახურის შოვნა ჭირს, მეორე მხრივ, ყველგან კორონავირუსის საშიშროებაა. მიგრაცია მხოლოდ სამუშაოს არ უკავშირდება, ბევრი სწავლის მიზნითაც მიდის და ეს ნაკადი მეტნაკლებად შეინარჩუნებს აქტიურობას. დღეს გლობალურ ბაზრებზე კვალიფიციური მუშა ძალაა საჭირო, ყველა ინტერნეტზე გადადის, ფიზიკურ შორმაზე მოთხოვნა მცირდება ანუ ხელით შესასრულებელი სამუშაოები არ იქნება მოთხოვნადი. ოჯახში დამხმარე, ძიძა და სხვა, უმეტესად დაბრუნებას არჩევს. სავარაუდოდ, შუახნის ასაკს გადაცილებული, 50-60 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეები დაბრუნდებიან. ევროპაში უფრო კაცრი მოთხოვნებია, ვიდრე ჩვენთან, ცხადია, ლოკდაუნები მიგრანტებისთვის არ არის მისაღები, გარდა ამისა, ემიგრანტების უმეტესობა არალეგალია და არანაირი სოციალური დაცვა მათ მიმართ არ გავრცელდება”, – ამბობს სულაბერიძე.

დემოგრაფის ვარაუდით, დაბრუნებული ემიგრანტების დასაქმების მხრივ ადგილზე დიდი პრობლემაა მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე, როგორც ავთანდილ სულაბერიძე report.ge-თან აღნიშნავს, ბევრი, ალბათ, სოფელს დაუბრუნდება, თუმცა მთავარია საწარმოები გაიხსნას და ბიზნესი ამუშავდეს, რის გარეშეც დასაქმების პერსპექტივა არ ჩანს.

loading...