თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ 2019 წელს გაკეთებული აღმოჩენები შეაჯამა და მათგან უმთავრესი ათი გამოყო.

ტოპ-ათეული ასე გამოიყურება.

loading...

თოვლის კაცის ფორმის ასტეროიდი

New Horizons-ის ზონდით გადმოცემულ იშვიათ სურათებში ჩანს ჯუჯა პლანეტა, რომელიც ადრე „ულტიმა ტულეს“ სახელით იყო ცნობილი, ამჟამად კი აროკოტი ჰქვია.

ამ ციური სხეულის უნიკალურობა, რომელიც მზისგან 6,5 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული, მის ფორმაშია. ინტერნეტ-მომხმარებლებმა ის თოვლის კაცს შეადარეს.

ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ჯუჯა პლანეტა აროკოტი ორი პლანეტის შეერთებით ჩამოყალიბდა, რომლებიც ერთმანეთს ძალიან დაბალი სიჩქარით მოძრაობის დროს შეხვდნენ.

ებოლას ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინა

მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ მომაკვდინებელი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას, მაგრამ ეს მეტად რთული საქმე აღმოჩნდა. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ვაქცინა მომზადებულიყო ვეზიკულური სტომატიტის გამომწვევი ვირუსის საფუძველზე (ადამიანისთვის საშიში არ არის), რომელშიც მეცნიერებმა მხოლოდ ერთი გენი შეცვალეს.

კონგოში ებოლას ვირუსის ეპიდემიის დროს, გამოჩნდნენ ვაქცინის ზემოქმედების საკუთარ თავზე გამოცდის მსურველები. შედეგად, ამ შემოდგომაზე, ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობა პირველად აღიარეს.

ვარსკვლავთშორისი კომეტა

ყირიმის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომელმა გენადი ბორისოვმა საკუთარი ხელით აწყობილი ტელესკოპის საშუალებით პირველი ვარსკვლავთშორისი კომეტა აღმოაჩინა.

კომეტის მოძრაობის ორბიტამ და მიმართულებამ ასტრონომს საფუძველი მისცა ეფიქრა, რომ მოახლოვებული ციური სხეული მზის სისტემიდან არ იყო. ამ კომეტის ზოგი პარამეტრი „ჩვენი“ კომეტების პარამეტრების მსგავსია.

ადამიანების უცნობი წინაპრები

დიდი ხანია, რაც მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ევროპელები ნეანდერტალელების გენს ატარებენ, მონღოლოიდურ რასაში კი ეს გენი შერეულია დენისელი ადამიანის გენებთან.

აი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ოკეანეთის მკვიდრთა დნმ-ში კი მეცნიერებმა ადამიანის აქამდე უცნობი წინაპრების გენი აღმოაჩინეს, რომელიც ნეანდერტალელთა და დენისელთა ნათესავი იყო.

ლუსონელი ადამიანი

ადამიანის ეს წინაპარი დიდი ხანია რაც აღმოაჩინეს, მაგრამ მის გარეგნობასა და ცხოვრების წესზე მეცნიერებმა მხოლოდ ამ წელს შეძლეს საუბარი.

იმ დროს, როცა ლუსონელი ადამიანი ცხოვრობდა ( 50 ათასი წლის წინ), ლუსონი (ამჟამად ფილიპინების არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძული) კონტინენტს ზღვით გამოეყო. სამეცნიერო კვლევამ დაადასტურა, რომ ადამიანებს ამ დისტანციის გადალახვა, მიუხედავად შორი მანძილისა და ძლიერი დინებისა, არ უჭირდათ. ეს კი ადასტურებს იმას, რომ ლუსონელი ადამიანი გონებრივი განვითარების საკმაოდ მაღალ დონეს ფლობდა.

შავი ხვრელის სურათი

 

Event Horizon Telescope-მ გავარვარებული დისკოს ფონზე М87 შავი ხვრელის „ჩრდილი“ აღბეჭდა.
გავარვარებული დისკო შედგება აირებისა და კოსმოსური მტვრისგან. დიდი სიჩქარით მოძრაობისას ნაწილაკები ანათებენ, სწორედ ამ ნათების ფონზე მოახერხეს რადიოტელესკოპებმა შავი ხვრელის „დანახვა“.

აღსანიშნავია, რომ სინათლე, რომელიც ჩვენ დავინახეთ, 55 მილიონი წლის განმავლობაში მოდიოდა სხვა გალაქტიკიდან.

მშვილდ-ისრით დაპყრობილი ევროპა – მეცნიერებმა იტალიაში სატყორცნი იარაღის ბუნიკები აღმოაჩინეს, რომელთა ასაკი დაახლოებით 45 ათასი წელია. ეს ის დროა, როცა ნეანდერტალელები თანამედროვე ტიპის ადამიანებმა ევროპიდან გააძევეს. ნეანდერტალელთა პერიოდთან დაკავშირებულ აღმოჩენებს შორის მშვილდ-ისარი ვერ მოიძებნა. მეცნიერთა ვარაუდით, Homo sapiens-მა ბევრ რამეში აჯობა ნეანდერტალელს და რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში მთლიანად განდევნა;

ნეიტრონული ვარსკვლავის შავ ხვრელთან შერწყმა –
აგვისტოში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ორი კოსმოსური ობიექტის იშვიათი შერწყმით  წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები დააფიქსირეს. გამოთვლებმა აჩვენა, რომ რეგისტრირებული სხეულები — ეს შავი ხვრელი და ნეირონული ვარსკვლავია. დედამიწიდან ასეთი დაშორებით მომხდარი მოვლენის („სიგნალი“ ჩვენამდე 900 მილიონი წელი მოდიოდა) აღმოჩენა მხოლოდ და მხოლოდ გრავიტაციული ტალღების დახმარებით მოხერხდა;

მიწისქვეშა ტბა მარსზე – აპარატმა Insight-მა, რომელსაც ბურღით უნდა გაეკეთებინა ხვრელი წითელი პლანეტის ზედაპირზე ( და მარცხი განიცადა), 4 კილომეტრის სიღრმეში მაგნიტომეტრული ინსტრუმენტებით მასალის ფენა დააფიქსირა. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეს შეიძლება იყოს წყლის ფენა ხსნადი მარილებით;

ჟანგბადის დონის ცვალებადობა მარსის ზედაპირთან – NASA-ს მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პლანეტა მარსის ზედაპირთან ჟანგბადის დონე, წელიწადის დროთა მიხედვით, უცნობი გზით იცვლება.
აღმოჩნდა, რომ გაზაფხულზე პლანეტის ზედაპირზე ჟანგბადის დონე იზრდება, ზამთარში კი მცირდება. ამ თავისებურებას მეცნიერებმა ახსნა ჯერ ვერ მოუძებნეს, მაგრამ ცნობილია, რომ დედამიწაზე არსებობს ბაქტერიები, რომლებსაც თეორიულად შეუძლიათ, წითელ პლანეტაზე ასეთი გავლენა მოახდინონ.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ