თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

მაიამის სანაპიროზე მიმდინარე Art Basel-ის თანამედროვე ხელოვნების გამოფენა-ბაზრობაზე, იტალიელმა ხელოვანმა, მაურიციო კატელანმა უჩვეულო ექსპონანტი წარმოადგინა, სახელწოდებით “კომედიანტი”. არტისტმა ბანანი მაიამის ერთერთ მარკეტში იყიდა და გამოფენაზე, კედელზე გააკრა. მისი თქმით, ამით გლობალური ვაჭრობა და კლასიკური იუმორი გააერთიანა.

loading...

“კომედიანტმა” დამთვალიერებლების ყურადღება მალევე მიიქცია და აუქციონზე მისი ღირებულება 120 ათასი დოლარი გახდა.

შაბათს, გამოფენაზე მივიდა დეივიდ დათუნა, რომელიც ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი არტისტია. ის კედელს მიუახლოვდა, ჩამოხსნა ბანანი და მისი ჭამა დაიწყო.

“ჩვეულებრივზე მეტად გემრიელი იყო….მე შემიძლია ვჭამო ბანანი და ბანანის კონცეფცია – იმიტომ, რომ მე ვარ მხატვარი და არა ჩვეულებრივი ადამიანი” – თქვა დეივიდ დათუნამ.

გალერეამ დაცვის სამსახურს მიმართა, თუმცა ქართველი “ხელოვანი” ადგილიდან მიიმალა.

“მე მიყვარს მაურიციო კატელანი. ერთი ხელოვანი ჭამს მეორეს, ეს სახალისოა. ყველაფერი პერფორმანსია და ამას “მშიერი არტისტი” შეგვიძლია დავარქვათ”- ამბობს დეივიდ დათუნა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by David Datuna (@david_datuna) on

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ