ვერძი
სამყარო გაძლევთ შანსს ნებისმიერ საქმეს წარმატებით გაუმკლავდეთ. თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი საშუალებას მოგცემთ რაიმე ღირებული შექმნათ ხელოვნებაში ან მოიფიქროთ რაიმე არაორდინალური, საინტერესო ადამიანებთან ერთად.

კურო
შესაძლოა გაიცნოთ საინტერესო ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც საკმაოდ სარგებლიანი იქნება სამომავლოდ, მატერიალური დგომარეობის გაუმჯობესების კუთხით ან შესაძლოა ახალი საქმიანობაც წამოიწყოთ ერთობლივად.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ტყუპები
სხვადასხვა მოვლენებით დახუნძული დღეა. დიდია ალბათობა აღმოჩნდეთ საჭირო დროს, საჭირო ადგილას. ენდეთ თქვენს ინტუიციას და დარწმუნებული იყავით თქვენი ჩანაფიქრს რეალიზებაში.

კირჩხიბი
დღეს დიდ ძალისხმევას გამოიჩენთ საკუთარი გეგმების რეალიზებისთვის, ამისთვის შესაძლოა უჩვეულო ხერების მოფიქრება დაგჭირდეთ ან საჭირო გახდეს ზოგიერთი ადამიანის გრძნობებზე თამაში. მზად ხართ ნებისმიერი გზით მოიპოვოთ გამარჯვება.

ლომი
ხასიათცვალებადობა და განწყობის არამდგრადობა საშუალებას არ მოგცემთ დაკავდეთ მნიშვნელოვანი საქმეებით. სასურველია მეტად დაისვენოთ და სერიოზული გადაწყვეტილებები სხვა დროისთვის გადადოთ.

ქალწული
დიდია გაღიზიანების და წვრილმანი გაუგებრობების ალბათობა, ყველაფერი შეიძლება ცოტა გაზვიადებულად მოგეჩვენოთ. კარგი იქნება თუ ნეგატიურ დეტალებზე ნაკლებ კონცენტრაციას მოახდენთ.

სასწორი
შეეცადეთ ნაკლებად მიიპყროთ სხვათა ყურადღება და აკონტროლოთ თქვენი ემოციები, მოერიდეთ უსიამოვნო თემებზე კამათს, რათა თავიდან აიცილოთ მწვავე დაპირისპირებები.

მორიელი
სასურველია დაკავდეთ ოჯახზე ზრუნვითა და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებით, აი მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დროისთვის სჯობს გადადოთ, რადგან დიდი ალბათობით სასურველ შედეგს ახლა ვერ მიიღებთ.

მშვილდოსანი
თქვენი აჩქარებით და არათანმიმდევრული ნაბიჯებით დიდ წინააღმდეგობას გადაეყრებით. არის ალბათობა თქვენი უყურადღებობით მნიშნელოვანი ზიანი მიაყენოთ საერთო საქმიანობას.

თხის რქა
ფინანსური კუთხით მოულოდნელი წარმატებებია მოსალოდნელი, რაც საშუალებას მოგცემთ აღიდგინოთ შინაგანი წონასწორობა და ხელში აიღოთ საქმეების მართვის სადავეები.

მერწყული
ირგვლივმყოფები ეჭვიათა და უნდობლობით შეხვდებიან თქვენს წინადადებებს საერთო საქმიანობასთან დაკავშირებით, მათი შეხედიულებები მკვეთრად განსხვავებული და დაპირისპირება გარდაუვალი იქნება.

თევზები
მიჰყევით შექმნილ ვითარებას და თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ გაჩენილი შანსები. ახლა თქვენს ირგვლივ განვითარებული მოულოდნელი ცვლილებები მეტად სასიკეთო და ეფექტურ შედეგზე გაგიყვანთ.