თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

2018 წელს ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ საქართველოს მოქალაქეობის ფლობასთან ერთად მოიპოვონ სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც. 

კერძოდ, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს არ შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა (რასაც ითვალისწინებდა ძველი კანონის რედაქცია), თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.

loading...

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული.

ხოლო საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, უფლება აქვთ, 2018 წლის 15 აგვისტოდან 1 წლის ვადაში მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.

აღსანიშნავია, რომ ამ უფლებით ათასობით საქართველოს მოქალაქემ უკვე ისარგებლა და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან ერთად შეინარჩუნა საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნული უფლებით სარგებლობა  გათვალისწინებულია გარდამავალი დებულებით, რომელიც ძალაშია მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე. საქართველოს პარლამენტის საკითხთა კომიტეტი განიხილავს ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებას, რომლის ამოქმედების შემთხვევაში, აღნიშნული უფლებით სარგებლობისათვის მიმართვის ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ