თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

თამარ მამულაშვილი, იურისტი, 26 წლის

გამარჯობა, მე ემიგრანტი ვარ საბერძნეთიდან. 3 წელია აქ ვცხოვრობ და მოხუცს ვუვლი. საქართველოდან წამოსვლის გადაწყვეტილება ჩემი პატარა შვილის გამო მივიღე. თამარ მამულაშვილიმინდა ჩემთვის და შვილისთვის ბინა ვიყიდო… საქართველოში კი ვმუშაობდი, მაგრამ ბავშვის ნორმალური ყოფის შესაქმნელად ხელფასი არ მყოფნიდა.

loading...

ვისაც გამოუცდია რა არის ემიგრანტობა, მან კარგად იცის და დამეთანხმება რა მძიმეა სხვა მიწაზე ცხოვრება… რაც არ უნდა კარგად იყო, მუდამ გენატრება შენი მიწა–წყალი, გენატრება და გგონია თუ ერთი წუთით მაინც ჩაისუნთქავ შენი ქვეყნის ჰაერს ყველა პრობლემის გადაჭრა გაგიადვილდება. აქ ყველაფერი ნოსტალგიას გგვრის…

თუნდაც, საქართველოში გაზაფხულის სუნი უფრო სასიამოვნოა, უფრო თბილია, გგონია თითქოს გულში გიხუტებს, ხელებს მაგრად გხვევს და თავის სითბოს, სინაზეს და სურნელებას გჩუქნის. მენატრება დილით ნამიანი ბალახის სურნელი და ჩიტების ჭიკჭიკი, რომელსაც ადრე თითქმის ვერ ვამჩნევდი. საქართველოში თითქოს ჩიტებს უფრო ტკბილი და სასიამოვნო ჭიკჭიკი აქვთ. ჩემს პატარა და მადლიან ქვეყანაში ყველაფერი უფრო თბილი და სასიამოვნოა, უფრო დიდებული რაც არც ერთ სხვა ქვეყანას არ გააჩნია, მეტი მადლი ტრიალებს.

საქართველოში ყველაფერი თავისებურად თბილი და სურნელოვანია, სხვა ქვეყანაში რაც არ უნდა კარგად იყო, მაინც შებოჭილად გრძნობ თავს, სული გეხუთება შენი ქვეყნის ნახვის სურვილით. ხშირად სიმწრის ბოღმა მეჩხირება ყელში და თვალები ცრემლით მევსება, როცა წარმოვიდგენ საქართველოს მრავალფეროვან ბუნებას, ჩემს პატარა და ლამაზი სამშობლოს აუღწერელ და ჯადოსნურ ხიბლს. საქართველოს ტაძრებში უფრო დიდი მადლი ტრიალებს. მოძღვრებსაც უფრო მადლიანი დამოძღვრა აქვთ, აქაც არაჩვეულებრივი მოძღვარი მყავს, მაგრამ ჩემი მამა იოანე ძალიან მენატრება. ხშირად წარმოვიდგენ ჩემს პატარა მადლით სავსე ტაძარს, სადაც გავიზარდე სულიერად, ჩემს სულიერ მოძღვარს. მის არაჩვეულებრივი ხმით ნაქადაგებსა და მის დალოცვას სხვა მადლი აქვს. ამის წარმოდგენაზე თვალები ცრემლით მევსება. საქართველო, მენატრები… შენი დადებითი და უარყოფითი თვისებებით.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ