23 წლის ნიკა კოშაძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობაა, რაც სამხარაულის ექპერტიზამ არ დაადასტურა.

საფრანგეთის ციხეში 23 წლის ნიკა კოშაძე გარდაიცვალა ხოლო, 32 წლის ჯაბა სანიკიძეს უკვე 2 თვეა ეძებენ.23 წლის ბიჭის ოფიციალურ ვერსიად თვითმკვლელობა სახელდება თუმცა, თბილისში გადმოსვენებულ ცხედარზე სამხარაულის ექსპერტიზამ სუიციდის კვალი ვერ იპოვა.

ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა რადგან, 23 წლის ბიჭი, რომელიც სასჯელს ქურდობის მცელობისთვის იხდიდა ციხეს ორ კვირაში ტოვებდა.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ადევნეთ თვალყური აქტუალურ ახალ ამბებს

ნიკა კოშაძის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი ციხეში გარჩევას ემსხვერპლა და შემდეგ სუიციდის ინსცენირება მოახდინეს.

საფრანგეთის ციხეში სასჯელს იხდიდა კიდევ ერთი ქართველი 32 წლის ჯაბა სანიკიძე, რომელსაც ოჯახი ორი თვეა ეძებს.

“ველოდებით დღემდე და პასუხი არ არის. მხოლოდ გვეუბნებიან ცუდი, რომ იყოს პირველი ჩვენ გავიგებდითო. ცუდი როცა არის ეს არის ადამიანის სიკვდილი, ვეუბნები საკონსულოს წარმომადგენლებს, რომ ჩააკითხონ და საქმეზე მეტი ინფორმაცია მქონდეს” – აღნიშნა ჯაბა სანიკიძის დედამ.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ