თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

ლოს-ანჯელესის პოლიციის ოფიციალურ გვერდზე, Twitter-ზე გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც უსახლკარო ქალი ერთ-ერთ მეტროსადგურში ასრულებს არიას პუჩინის ოპერიდან. რამდენიმე დღეში ეს ვიდეო მილიონამდე ადამიანმა ნახა.

ქალი Los Angeles Times-ის ჟურნალისტებმა მოძებნეს. ის 52 წლის, წარმოშობით რუსი ემილი ზამურკა აღმოჩნდა, რომელმაც საბჭოეთი 30 წლის წინ დატოვა. მან ჟურნალისტებს უამბო, რომ სიმღერა ტელეგადაცემებში ნანახი ოპერის მომღერლების მიბაძვით ისწავლა. ბავშვობაში კი მას მუსიკალურ სკოლაში უსწავლია – ფორტეპიანოსა და ვიოლინოს კლასში.

თავიდან ზამურკა მისურიში ცხოვრობდა. იქ ის რესტორნებში მუშაობდა, ან კიდევ მოხუცებს უვლიდა. მოგვიანებით ვანკუვერში გადავიდა, სადაც ერთ-ერთ ეკლესიაში ფორტეპიანოს გაკვეთილებს ატარებდა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მას მოუხდა ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში დაწოლილიყო.

ამის შემდეგ ისევ დაუბრუნდა მუსიკას, მაგრამ ფული არ ყოფნიდა. ამიტომ ის ქუჩაში უკრავდა ვიოლინოზე. ერთხელ მას თავს დაესხნენ და ინსტრუმენტი გაუტეხეს. ზამურკას გადასახადების გადახდა გაუჭირდა და დიასახლისმა ბინის დაცლა მოსთხოვა. მას შემდეგ ქალი ქუჩაში ცხოვრობს და მისი ერთადერთი შემოსავალი სახელმწიფოს სოციალური დახმარებაა – თვეში 400 დოლარი.

ამ ვურუსული ვიდეოს გავრცელების შემდეგ , ზამურკას ქალაქის საბჭოს ერთ-ერთი წევრის პრესმდივანი დაუკავშირდა და სამსახური შესთავაზა. 5 ოქტომბერს ქალი ლოს-ანჟელესის პატარა იტალიის უბნის გახსნაზე იმღერებს.

„ის ძალიან აღელვებული იყო. ჩვენ მას მოვექცევით, როგორც ვარსკვლავს“ – აცხადებს პრესმდივანი.

ლოს-ანჯელესის პოლიცია კი უკვე მუშაობს ზამურკასთვის მუდმივი სამსახურისა და საცხოვრებლის მოსაძებნად. საქველმოქმედო ფონდმა GoFundMe მისთვის უკვე შეაგროვა 46 ათასი დოლარი.

„არასდროს შემიწყვეტია ოცნება. ვფიქრობ, ჩემი ოცნებები ახლა ახდება“, – გამოტყდა ზამურკა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ